თურქეთმა ტურისტული სეზონი COVID-19-ის გამო გადადო

თურქეთში ტურისტული სეზონის გახსნა აპრილზე გადაიტანეს. ის, ტრადიციულად, მარტის ბოლოს იწყებოდა. მიზეზი კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებია. რეკომენდაციები ტუროპერატორებსა და სასტუმროებს ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ გაუგზავნა.

ტუროპერატორებს მოუწოდებენ, თურქეთში მოგზაურობების ორგანიზაცია 15 აპრილის მერე დაიწყონ.

"რისკი ძალიან სერიოზულია, თუკი ევროპაში ეპიდემიასთან არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ", - აღნიშნა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ.