თურქეთს ახალი უპილოტო საფრენი აპარატი აქვს

თურქეთის საზღვაო ძალებმა შეიარაღებაში ახალი საშუალო სიმაღლეზე მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატი "აქსუნგური" მიიღო, რომელიც ქვეყნის შიგნითაა დამზადებული.

ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"წარმატებული ცდების შემდეგ საზღვაო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი "აქსუნგური" მიიღეს. გილოცავთ ყველას, ვინც ამ საქმეში თავისი ძალისხმევა ჩადო!" - ნათქვამია განცხადებაში.