თურქეთში 1 800 წლის ქანდაკება აღმოაჩინეს

თურქეთში, ქალაქ იზმირთან ახლოს, აღმოაჩინეს ქალის ქანდაკება, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, 1 800 წლის წინაა დამზადებული.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ქანდაკების აღმოჩენის ტერიტორიის გარშემო, არქეოლოგიური გათხრები კვლავ გაგრძელდება.

ქანდაკების მიწიდან ამოღების ამსახველი ვიდეო თურქეთის კულტურის სამინისტრომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.