თურქეთში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთ პროვინციაში დღეს ძლიერი, 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იზმირის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 90 კილომეტრში დაფიქსირდა, სადაც ორმილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს.

სტიქიის ეპიცენტრი დედამიწის ზედაპირიდან 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ინფორმაცია დაშავებულთა, ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

23 თებერვალს თურქეთ-ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ირანის ქალაქ თავრიზის დასავლეთით 141 კმ-ის დაშორებით, ხოლო, თურქეთის ქალაქ ოზალპიდან 71 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 9 ადამიანი.