თურქეთში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანომ და აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა განაცხადეს, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ სიირთიში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დილით, 20 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.

ცნობისთის, თურქეთში წელს ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ერთი გასულ თვეში დასავლეთის საპორტო ქალაქ იზმირში, რის შედეგადაც 117 ადამიანი დაიღუპა, მეორე კი ელაზიგის პროვინციაში, სადაც სტიქიამ 41 ადამიანი იმსხვერპლა.