თურქეთში 5 ათას წელზე მეტი ხნის უძველესი ბეჭდები აღმოაჩინეს - PHOTO

თურქეთის ქალაქ მალათიაში, არსლანთეფეს ყორღანში აღმოაჩინეს უძველესი ბეჭდები, რომლებიც 5000 წელზე მეტი ხნითაა დათარიღებული. ინფორმაციას TRT ავრცელებს.

არქანოლოგიური გათხრები არსლანთეფე, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს, გრძელდება.

გათხრების დროს 55 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა 250 ბეჭედი 10 დღის განმავლობაში აღმოაჩინა.

არსლანთეფეს ყორღანი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.