თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციისას შვიდი ადამიანი დააკავეს

თურქეთში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად შვიდი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

მისი ცნობით, სპეცოპერაცია ერთდროულად სტამბოლის რვა რაიონში ჩატარდა.

ანტიტერორისტული ოპერაცია "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ ტარდება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.