თურქეთში ავარიას 1 მგზავრი ემსხვერპლა და 17 დაშავდა

თურქეთში, ანკარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი კოჯაელის რაიონში, ქალაქ გებზეს მახლობლად გადაბრუნდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ღამით მოხდა. 

ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 17 დაშავდა. ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ანკარას მიმართულებით დროებით გადაკეტილი იყო.