თურქეთში ავარიისას 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

თურქეთის კაისერის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა მოყინულ გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტოსატრანსპორტო საშუალება ამობრუნდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.