თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა - დაიღუპა 6 ადამიანი

თურქეთში ყარსი - ერზრუმის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 10 მგზავრი. 

ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული, ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა ავტობუსის გადაბრუნების მიზეზი.