თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა, დაშავებულია 30 ადამიანი

თურქეთში, ქალაქ აქსარაიში ავტობუსი გადაბრუნდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. 

წინასწარი მონაცემებით, ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი გადამზიდი ორგანიზაციის თანამშრომელია.

ავარიის შედეგად დაზარალებულები მრავლობითი დაზიანებებით ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.