თურქეთში COVID 19-ისგან 24 საათში 5 018 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა კიდევ 92 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 114 653 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია.

COVID-19-ის ინფექციისგან 38 809 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის, 5 018 გასული დღე-ღამის განმავლობაში.