თურქეთში COVID-19-ით 24 საათში 1 304 პირი დაინფიცირდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 304 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 184 031-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4 882 პაციენტი ემსხვერპლა.

თურქეთში COVID-19-ის ინფექციისგან უკვე განიკურნა 156 022.