თურქეთში COVID-19-ით 24 საათში 1 459 ადამიანი დაინფიცირდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 459 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 176 677-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4 792 პაციენტი ემსხვერპლა.

თურქეთში COVID-19-ის ინფექციისგან უკვე განიკურნა 150 087 ადამიანი.