თურქეთში COVID-19-ით 24 საათში 1214 პირი დაინფიცირდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1214 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 185 245-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4 905 პაციენტი ემსხვერპლა.

თურქეთში COVID-19-ის ინფექციისგან უკვე განიკურნა 157 516.