თურქეთში COVID 19-ით 24 საათში 1639 ადამიანი დაინფიცირდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1639 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა კიდევ 58 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 143 114 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3952-ს მიაღწია.

COVID-19-ის ინფექციისგან 101 715 პაციენტი გამოჯანმრთელდა.