თურქეთში COVID-19-ით ერთ დღეში 1,192 ადამიანი დაინფიცირდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,192 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 23-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჟამ განაცხადა.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 187,685 ადამიანს დაუდასტურდა. ხოლო დაავადებამ სულ 4,950 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 160,240-ს აღწევს, ხოლო 22,495 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.