თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 61-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში COVID-19-ს 7 506 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 302 867-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან 266 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისათვის, 27,786 აქტიური შემთხვევაა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1,400-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული.