თურქეთში COVID-19-ით ერთ დღეში 983 პირი დაინფიცირდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 983-ით გაიზარდა. დაიღუპა 26 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 163 103 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4 515-ს მიაღწია, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 1 021 ადამიანი. 

ამ დროისთვის COVID-19-ის ინფექციისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 126 984-ს შეადგენს.