თურქეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4,308-მდე გაიზარდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,186-ით გაიზარდა. დაიღუპა 32 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 155,686 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4,308-ს მიაღწია.

COVID-19-ის ინფექციისგან 117,602 პაციენტი გამოჯანმრთელდა.