თურქეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4,397-მდე გაიზარდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 948-ით გაიზარდა. დაიღუპა 28 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 158,762 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4,397-ს მიაღწია, ხოლო 1,492 განიკურნა

ამ დროისთვის COVID-19-ის ინფექციისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა 121,207-ს შეადგენს.