თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4.609-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 867ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 166 422-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა და 931 განიკურნა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4,609 პაციენტი ემსხვერპლა.