თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4 778-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,195 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 175,218-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4,778 პაციენტი ემსხვერპლა.

თურქეთში COVID-19-ის ინფექციისგან უკვე განიკურნა 149,102.