თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4563-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 827 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 164,769-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა და 974 განიკურნა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4563 პაციენტი ემსხვერპლა.