თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4585-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 786 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 165 555-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა და 974 განიკურნა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4585 პაციენტი ემსხვერპლა.