თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4630-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 988 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 167 410-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID-19-ით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა და 926 განიკურნა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, დაავადებას 4630 პაციენტი ემსხვერპლა.