თურქეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 101,790-მდე გაიზარდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 116 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა კიდევ 115 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 101 790 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 491-ს მიაღწია.

COVID-19-ის ინფექციისგან 18 491 პაციენტი გამოჯანმრთელდა.