თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3,122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა კიდევ 109 ადამიანი.
ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 104,912 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2,600-ს მიაღწია.
COVID-19-ის ინფექციისგან 21,737 პაციენტი გამოჯანმრთელდა.