თურქეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 86 ათასს აჭარბებს

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3,977 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა კიდევ 127 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 86 306 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2,017-ს მიაღწია.

COVID-19-ის ინფექციისგან 11 976 პაციენტი გამოჯანმრთელდა.