თურქეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 135-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში COVID-19-ს 12 219 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 440 805-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან 370 825 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 4 121-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული.