თურქეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 29 281 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 185-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში COVID-19-ს 13 558 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 607 628-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან 400 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 5 011-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული.