თურქეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300,000-ს გადააჭარბა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1,538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 68-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში COVID-19-ს 7,445 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 301,348-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან 266,117 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისათვის, 27,786 აქტიური შემთხვევაა, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1,432 ადამიანია მოთავსებული.