თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
კოჯას განცხადებით, ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილ პაციენტთა 82 პროცენტი 60 წელს გადაცილებული პირია.
მისი თქმით, თურქეთში COVID-19-ით კიდევ 2 456 ადამიანი დაავადდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 18 135-ს აღწევს.
გამოჯანმრთელდა 415 პაციენტი.