თურქეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 4093-ით გაიზარდა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 4093-ით გაიზარდა და საერთო რაოდენობამ 61049-ს მიაღწია. გასული დღე-ღამეში 98 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 1296-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

კოჯას თქმით საავადმყოფოში 61049 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 3957 პაციენტი. ბოლო 24 საათში ტესტირება 43456 ადამიანს ჩაუტარდა.