თურქეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1 დღეში 987-ით გაიზარდა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 987-ით გაიზარდა. დაიღუპა 29 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 157,814 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4,369-ს მიაღწია. 

COVID-19-ის ინფექციისგან 120,015 პაციენტი გამოჯანმრთელდა.