თურქეთში COVID-19-ით პარტიის ლიდერი გარდაიცვალა

თურქეთში კორონავირუსით პოლიტიკური პარტიის ლიდერი გარდაიცვალა. ჰაიდარ ბაში პარტია “დამოუკიდებელი თურქეთის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე იყო.

73 წლის პოლიტიკოსი კორონავირუსის სიმპტომების გართულების შემდეგ, 13 აპრილს ტრაპიზონის კლინიკაში მოათავსეს. კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის 8 წევრსაც.