თურქეთში დღე-ღამეში COVID-19-ით 95 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 95 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ COVID-19-ის ეპიდემიის დაწყებიდან თურქეთში დაავადებას 1 101 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსი 5 138 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია COVID-19-ის 52 167 შემთხვევა.

თურქეთში სულ გამოჯანმრთელდა 2 965 კოვიდინფიცირებული. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 626 პაციენტი მკურნალობს.