თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა აღმოსავლეთით, ელაზიღის პროვინციაში მოხდა. ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მგნიტუდა შეადგინა. 

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით მიწისძვრა იგრძნობოდა სირიაში, საქართველოსა და სომხეთშიც.