თურქეთში, ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქებას 2 ემსხვერპლა და 72 დაშავდა - VIDEO

თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები. უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 73 დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების 83 ბრიგადა იყო მობილიზებული.

ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ , ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ხოჯა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზეჰრა სელჩუკი ჩავიდნენ. 

--

თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 10 ადამიანი. ფაბრიკის ხელმძღვანელების თქმით, აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა. აფეთქების ხმა ფაბრიკიდან 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ინციდენტის მიზეზი ჯერ უცნობია.