თურქეთში, ფოიერვერკების ფაბრიკის აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

3 ივლისს თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა და 110 კი დაშავდა. ფაბრიკის ხელმძღვანელების თქმით, აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა. 

თურქეთის პოლიციამ ფოიერვერკების ფაბრიკის აფეთქების ბრალდებაში ეჭვმიტანილი სამი პირი, ქარხნის ხელმძღვანელი და ორი თანაშემწე დააკავა.