თურქეთში ფოიერვერკების ქარხნის აფეთქებაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს

თურქეთის პოლიციამ ფოიერვერკების ფაბრიკის აფეთქების ბრალდებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედიის ცნობით, დაკავებულია საწარმოს ხელმძღვანელი და მისი ორი თანაშემწე. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. დამატებით დეტალებზე პროკურატურა არ საუბრობს.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ფაბრიკაში აფეთქება მოხდა.  უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 110 დაშავდა. ფაბრიკის ხელმძღვანელების თქმით, აფეთქების დროს შენობაში 150-200 ადამიანი იმყოფებოდა.