თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - VIDEO

სამხრეთ თურქეთში მასშტაბური ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, ბექირ ფაქდემირლიმ განაცხადა.

”სამწუხაროდ, მარმარისში კიდევ ერთი მოქალაქე დავკარგეთ”, - დაწერა მან "ტვიტერში".

ამასთან, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.

ფაქდემირლის ცნობით, ამაჟამად ხანძარი თურქეთის შვიდ პროვინციაში მძვინვარებს. სალიკვიდაციო სამუშაოებში სამი თვითმფრინავი, 38 ვერტმფრენი, 680 სახანძრო მანქანა და დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანია ჩართული.