თურქეთში ხანძრის 71 კერიდან 57 ლოკალიზებულია

თურქეთის მეხანძრეებმა ტყის ხანძრების 71 კერიდან 57 ლოკალიზება მოახერხეს. ამის შესახებ სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, ბექის პაქდემირლიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ტყის ხანძრები ანტალიის პროვინციის 42 რაიონში მძვინვარებს. აქედან 27-ში ევაკუაცია გამოცხადდა.

"ჯამში ხანძრები თურქეთის 21 პროვინციაშია დაფიქსირებული", - განაცხადა ფაქდემირლიმ.

ტყის ხანძრების ერთ -ერთ მთავარ მიზეზად რეგიონში მაღალი ტემპერატურასა და ძლიერ ქარს ასახელებენ, რაც ხანძრის გავრცელებას უწყობს ხელს. თუმცა, ხელისუფლება ასევე არ გამორიცხავს ქურთისტანის მუშათა პარტიის მხრიდან ცეცხლის განზრახ წაკიდებისა და საბოტაჟის ვერსიას.