თურქეთში ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

თურქეთის ქალაქ ართვინში, ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Haber Global ავრცელებს.

ინციდენტს შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები, პოლიცია და სასწრაფო ბრიგადები იყო მობილიზებული. მეხანძრეებმა კვების ობიექტიდან სტუმრების ევაკუაცია მოახდინეს.

აალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.