თურქეთში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 4 998 089 შემთხვევა გამოვლინდა, 42 465 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4 662 328 - გამოჯანმრთელდა.