თურქეთში კორონავირუსის 25 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 207 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 8 795 588 შემთხვევა გამოვლინდა, 76 842 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 326 381 - გამოჯანმრთელდა.

14 იანვარს თურქეთში დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 120,4 მილიონი დოზა იქნა შეყვანილი.

საერთო ჯამში, პირველი დოზა 56,26 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ხოლო 50,46 მილიონზე მეტი მოქალაქე სრულად აიცრა.