თურქეთში კორონავირუსის 62 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 967 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 362 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 4 446 591 შემთხვევა გამოვლინდა, 36 975 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 844 342 - გამოჯანმრთელდა.