თურქეთში კორონავირუსის "პროფილაქტიკისთვის" ალკოჰოლის მიღებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლში 15 ადამიანი ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა. კიდევ 60 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ გზით ისინი კორონავირუსისგან თავის დაცვას ცდილობდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამ ადამიანებმა, რომლებიც წარმოშობით თურქმენეთიდან არიან, კუსტარულად დამზადებული სპირტი შეიძინეს, რომელიც გარე მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და დალიეს ის, რის შედეგად მოიწამლნენ.

სპირტის გასაღების ფაქტზე 7 ადამიანია დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება.