თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1,643-მდე გაიზარდა

თურქეთში ბოლო ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 125 ადამიანი, რაც , ვირუსის გავრცელების დღიდან, გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის გავრცელების 74 193 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1643-ს მიაღწია. 

COVID-19-ის ინფექციისგან გამოჯანმრთელდა 7089 პაციენტი.