თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 433-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა - 59-მდე. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი 531-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 15 პაციენტი გარდაიცვალა.